LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „იზრუნეთ საკუთარ თავზე და ჩაიტარეთ თქვენი ასაკისა და რისკების შესაბამისი სკრინინგი, ადრეული აღმოჩენა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს“ – ნუცა შამილაძე საზოგადოებას მიმართავს

181
ნუცა შამილაძე

„იზრუნეთ საკუთარ თავზე და ჩაიტარეთ თქვენი ასაკისა და რისკების შესაბამისი სკრინინგი, ადრეული აღმოჩენა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს,“ – ასე მიმართავს საზოგადოებას ნუცა შამილაძე – ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა.

„იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გავიარე, არ არსებობს უფრო ლამაზი სიტყვები, ვიდრე ეს არის: „თქვენ კიბოსგან თავისუფალი ხართ!..” – ნუცა შამილაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

შეგახსენებთ, რომ ნუცას მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობის პროცესში კი აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო.

„მიჭირს ამ თემაზე საუბარი. ზოგჯერ არც მინდა, რომ ამ ყველაფრით თავი მოგაბეზროთ ან დაგამძიმოთ… მაგრამ ახლა, როცა ვარდისფერი ოქტომბერი მოდის და ჩემს გარშემო ასეთი შემთხვევები სულ უფრო მატულობს, მგონია, რომ ამაზე საუბარი აუცილებელია.

დღეს, სანამ ვაკიდან პლეხანოვზე ნემსის გასაკეთებლად მივედი, ორმა ადამიანმა დამირეკა, ორივემ ერთი მიზეზით: მათ მეგობრებს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

ამ თვეში ჩემს ირგვლივ უკვე მეოთხე შემთხვევაა…საბედნიეროდ, ოთხივემ დროულად მიაგნო პრობლემას.

უამრავი ჩემი მეგობარი მწერს ამ თემასთან დაკავშირებით — ზოგ ადამიანს უბრალოდ მორალური მხარდაჭერა სჭირდება, ზოგს თურქეთში, იგივე კლინიკაში მკურნალობა, ზოგს კი უბრალოდ უნდა იცოდეს, დაახლოებით რა გზის გავლა მოუწევს.

ზოგს კი ერიდება მოწერა, რადგან ფიქრობს, რომ ნეგატიური თემით არ უნდა დამიკავშირდეს…

მაგრამ, ნაცნობებო და უცნობებო, არც ერთი წამით არ,“ – აღნიშნავს ნუცა და ვიდეოს გვიზიარებს.

„მადლობა რომ ჩემს ყველა შიშს და სიხარულს იზიარებდით…ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ თქვენნაირი ადამიანები მყავს“ – ნუცა შამილაძის ემოციური პოსტი

ფოტო/ვიდეო: „კირა კვერნაძეს გაუმარჯოს“ – ნუცა შამილაძე გოგონას დედა გახდა

ვიდეო: „ყველა ექიმი მეუბნებოდა, რომ ეს ბავშვი არ უნდა გამეჩინა… განწირული ვყვიროდი, სიკვდილი მიახლოვდება-მეთქი…“ – როგორ დაორსულდა ნუცა შამილაძე სიმსივნის მკურნალობისას და რატომ არ თქვა შვილის გაჩენაზე უარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები