LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შემოვიდა ბიჭი, მაგრამ რა ბიჭი, გრუზა თმებით, რაღაც სიგიჟე. თურმე იმანაც დამინახა“ – ლელა წურწუმიას მშობლების გაცნობის ისტორია

750
BeFunky-collage - 2026-10-02T002319.311

ნინუცა ორჯონიკიძე ლელა წურწუმიას დედიკოს, ნინო ლომთათიძეს ესტუმრა და საზოგადოებას სხვადასხვა სახალისო ეპიზოდები გაუზიარა.

ერთ-ერთ ეპიზოდში მომღერლის დედა თავისი მეორე ნახევრი გაცნობის ისტორიას გვიყვება:

„სამეგრელოში ვიყავი დასაფლავებაზე. შემოვიდა ბიჭი, მაგრამ რა ბიჭი, გრუზა თმებით, რაღაც სიგიჟე. თურმე იმანაც დამინახა. რომ გამოვიდა ვიღაცის ხელით ბეჭედი გამომიგზავნა. რომ მითხრეს იმ ბიჭმა გამოგიგზავნაო, დედა, როგორი კარგი იყო.

მეორე დღეს გამოვედით ცენტრში ბიძაშვილები და დავუნახივართ ამას. ჩემს ბიძაშვილს დაუძახა და უთხრა, ჩემთან გაკვეთილზე შემოდითო. პედაგოგი იყო. შევედით სკოლაში და ეს ბიჭი არ დამხდვა. ვხედავ მე მხატავს. ბავშვები გაოცებულები უყურებდნენ. მითხრა გავისეირნოთო და მეგობრის მანქანაში ჩავჯექით. მე ვუთხარი სად მივდივართ მანქანა მოაბრუნე მეთქი და ჩემს მანქანას ზადნი არ აქვსო“, – ამბობს ნინო ლომთათიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები