LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თეონა ცირამუა: „ისეთ დონეზე მედგა მეუღლე გვერდით, რომ სიტყვებით წარმოუდგენელია გადმოცემა… ღმერთს ვეუბნებოდი, ხოლმე, ერთი ბავშვი რა გახდა ჩემთვის-მეთქი…“

181
dc50a708-f50b-4cc7-91b8-da3a38bf6717

„იმედის დღე“ გვიზიარებს ინტერვიუს გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელთან, თეონა ცირამუასთან, რომელიც საუბრობს შვილების დიდხნიან მოოლოდინსა და მეუღლის, გოჩა ჭანტურიას გვერდით დგომაზე:

„ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო ასე. ბატონი ანზორ შომახია, ცნობილი მომღერალი, მას სენაკის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. გვთხოვეს საღამოს დამშვენება. ნახევარზე მეტი ჩვენ დავიკავეთ სცენა. კონცერტი რომ დამთავრდა, მივიღე ბატონი გოჩას ესემესი. კონცერტის მერე მივიღე მესიჯი. ესეც ჩავთვალე სამადლობელო მესიჯად. მიწერ-მოწერა გააგრძელა. მერე მივხვდი, რომ რაღაც სხვა უნდოდა და მარტო ამ კონცერტით არ იყო კმაყოფილი…

ძალიან ბევრი ქალია, რომლებსაც ქმრები არ უდგანან გვერდზე. ისეთ დონეზე მედგა გვერდით, რომ სიტყვებით ამის თქმა წარმოუდგენელია. მქონდა გარე ორსულობა, ორსულობის უშედეგო მცდელობები… მე არ ვარ მშვიდი. მე ვაპროტესტებდი განგებას. გოჩა უფრო გაწონასწორებულია და აბალანსებდა. ბოლოს ვეუბნებოდი ღმერთს, ერთი ბავშვი რა გახდა ჩვენთვის-მეთქი და აი, დოკუმენტიც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები