LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „წარმოუდგენელი იყო. თავიდან ისეთი სტრესი მივიღე ტირილი დავიწყე… არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა“ – მანიკა ასათიანი სტუმრად „კოტcast“-ში

2325
მანიკა ასათიანი

ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი კონსტანტინე მათითაშვილის პოდკასტ „კოტcast“-ს სტუმრობდა, სადაც გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა მისთვის სრულიად მოულოდნელი 15-კილოგრამიანი მატება. მანამდე მას წონის პრობლემა არასდროს ჰქონია და საკუთარი წონის კონტროლი არც სჭირდებოდა. სწორედ ამ აღმოჩენამ და მიღებულმა ემოციურმა სტრესმა უბიძგა, ცხოვრებაში ვარჯიში დაეწყო.

„რა დოზითაც მე ჭამა მიყვარს, ის რომ მერგებოდეს, ბევრად დიდი უნდა ვიყო წესით. გურმანი ვარ და მიყვარს გემრიელი კერძები. სხვათა შორის, იყო პერიოდები, როცა გრამს არ ვიმატებდი და ეს გაგრძელდა 26-27 წლამდე, ერთი წონა მქონდა. მშობიარობაც ისე გადავიარე, რომ არც შემდგომ არ მქონია პრობლემა. მაგრამ, რაღაც ასაკის შემდეგ დავიწყე მატება და თითქოს მომიხდა, კომპლიმენტებსაც ვიღებდი. მაგრამ, როცა მივხვდი, რომ ტანსაცმელი ისე აღარ მქონდა, რომ როგორც უნდა მქონოდა და იმის გათვალისწინებით, რომ არასდროს წონის კონტროლი არ მჭირდებოდა, სასწორი არ მქონდა სახლში, როცა ავიწონე უკვე +15 ვიყავი, რაც წარმოუდგენელი იყო. თავიდან ისეთი სტრესი მივიღე ტირილი დავიწყე… არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ზუსტად აქ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ვარჯიში“, – აცხადებს მანიკა ასათიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები