LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალდიდობიდან 9 დღის შემდეგ, ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს

129
ნეპალი

26 აგვისტოს, ნეპალში მომხდარი დამანგრეველი სტიქიიდან 9 დღის შემდეგ, მაშველებმა ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს.

როგორც Reuters-ს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, ბირაჯ ბჰაქტა შრეშთას თანაშემწემ განუცხადა, ერთ-ერთი გადარჩენილი ხელებს და ფეხებს ვერ ამოძრავებს, მეორეს კი კრიტიკული დაზიანებები არ აღენიშნება. ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ცნობისათვის, ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად ნეპალში, სულ მცირე, 1 200 ადამიანი დაიღუპა და 4 200-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტიბეტის მხარეს დაღუპულთა რიცხვია 21, 540-ზე მეტი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები