Inn Development პრემიუმ კლასის დეველოპერული კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და საზოგადოებას ხარისხიან, კომფორტულ და უნიკალურ საცხოვრებელ სივრცეებს სთავაზობს. კომპანია წარმატებულად ახორციელებს უმაღლესი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ თუ ბიზნეს პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. Inn Development-ი წლების განმავლობაში აქტიურად ვითარდება და მომხმარებლებისთვის სანდოობასთან, კომფორტთან, საუკეთესო მომსახურებასა და მორგებულ პირობებთან ასოცირდება.
ლანა ბლიაძე, Inn Development Towers-ის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
Inn Development Towers-ი დიდ დიღომში Inn Development-ის ახალი, მიმდინარე პროექტია. სულ მესამე თვეა, რაც გაყიდვები დაიწყო და მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სამი თვე დიდი პერიოდი არ არის, 250-მდე ბინა უკვე გაყიდულია, რაც ძალიან ეფექტური სტარტია.
რაც შეეხება თავად კომპლექსს, ეს გახლავთ საცხოვრებელი კომპლექსი და არა ცალკე მდგომი კორპუსი, რაც თავისთავად უპირატესობაა. პროექტი მოიცავს სამ 24-სართულიან კორპუსს. ეზოში განთავსებული იქნება უმაღლესი ხარისხის აუზი მაცხოვრებლებისთვის, პადელის კორტები, საბავშვო სივრცე და რეკრეაციული ზონა.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მომავალ მაცხოვრებლებს შევთავაზოთ ისეთი კომფორტი, რომელიც ტერიტორიიდან გასვლის აუცილებლობას აღარ მოითხოვს. კომპლექსშივე განთავსდება მაღაზიები და ყველა საჭირო ობიექტი. გარდა ამისა, ჩვენი აქცენტი ჯანსაღი ცხოვრების სტილზეა, დღეს მომხმარებელს მხოლოდ ლამაზი კორპუსი აღარ აკმაყოფილებს, მათთვის მნიშვნელოვანია ღირებულებები და კომფორტი.

კომპლექსი მდებარეობს დიდი დიღმის მთავარი პარკიდან ზუსტად 600 მეტრში, რაც დამატებითი უპირატესობაა სეირნობისა თუ აქტიური ვარჯიშისთვის. ჩვენი სლოგანიც სწორედ აქედან გამომდინარეობს: „ყველაფერი შინ არის“.
დეველოპერულ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, მათ შორის დიდ დიღომშიც ბევრი მიმდინარე მშენებლობაა. შესაბამისად, კომპანიები ცდილობენ მომხმარებელს საუკეთესო პირობები შესთავაზონ.
როდესაც რამდენიმე წლის წინ დიდ დიღომში ჩვენი პირველი პროექტი დავიწყეთ (რომელიც უკვე დასრულებულია და მაცხოვრებლების 99% შესახლებულია), დავინახეთ, რომ ამ ლოკაციაზე განსაკუთრებული მოთხოვნაა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აღნიშნავენ მეტროს არარსებობას, აღმოჩნდა, რომ ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის. დიდი დიღომი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ზონაა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ და გასაქირავებლად. ჩვენი დაკვირვებით, იმ მომხმარებლებმა, ვინც ბინა საინვესტიციოდ შეიძინა, მაქსიმუმ ერთ თვეში შეძლეს მისი გაქირავება. ამონაგები დაახლოებით 7-8%-ს შეადგენს, რაც ინვესტირების კუთხით ძალიან მიმზიდველია.

მომხმარებლები შეგვიძლია რამდენიმე ჯგუფად დავყოთ:
ინვესტორები: ადამიანები, რომლებიც ბინას ყიდულობენ შემდგომში გაქირავების მიზნით.
დამოუკიდებლად ცხოვრების მსურველები: ძირითადად ახალი ოჯახები. საქართველოშიც იცვლება ტენდენცია და რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრებას ცალკე გადასვლას ამჯობინებს. სტატისტიკით, საქართველოში ერთ ბინაზე საშუალოდ 3.2 ადამიანი მოდის (ევროპაში ეს მაჩვენებელი 2.2-ია).
უცხოელი მყიდველები: ჩვენი გამოცდილებით, ეს ყველაზე მცირე სეგმენტია. მიზეზი ლოგიკურია: უცხოელები ბინას ხშირად ბინადრობის უფლების მისაღებად ყიდულობენ, რაც მინიმუმ 100,000 დოლარის ინვესტიციას მოითხოვს. დიდ დიღომში კი ძირითადად მცირე კვადრატულობის ბინები იყიდება, რომლებიც ამ ბიუჯეტს ვერ აღწევს. მაგალითად, ჩვენს ერთ-ერთ დასრულებულ 800-ბინიან პროექტში უცხოელებზე მხოლოდ 25-მდე ბინა გაიყიდა.
ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც ერთსაძინებლიან და ორსაძინებლიან ბინებზეა.

Inn Development Towers-ში ასევე დიდი აქცენტი გავაკეთეთ ტერასებზე. საქართველოში ხშირად ფიქრობენ, რომ ტერასაში გადახდილი თანხა გამართლებული ინვესტიცია არ არის, თუმცა ჩვენ მომხმარებელს სპეციალური ბენეფიტი შევთავაზეთ – ტერასის ფართობის ნახევარს ვჩუქნით.
Inn Development-ში მომხმარებელს არ სჭირდება წინასწარი დანაზოგი ან პირველადი შენატანი. მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება – მშენებლობის 3 წლის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია თანხა დაფაროს თვეში 500 დოლარიდან, რაც ფაქტობრივად ბინის ქირის ტოლფასია. 3 წლის შემდეგ კი, სურვილისამებრ, შეუძლიათ დარჩენილი თანხა საბანკო სესხით დაფარონ.