სოციალურ ქსელში კლინიკა „ნურალიძე უნიქალ მედი“ (Nuralidze Unical Medi) ავრცელებს ვიდეოს, სადაც ყავის სარგებლიანობასა და შესაძლო რისკებზე ექიმი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი, პროფესორი კახა ნურალიძე საუბრობს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზომიერად მიღებულ ყავას შესაძლოა დადებითი გავლენა ჰქონდეს ორგანიზმზე, თუმცა მისი გადაჭარბებული მოხმარება ან ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობების დროს არასწორად მიღება არასასურველ ეფექტებთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული. პროფესორი კახა ნურალიძე ჩვენი ყოველდღიურობის მითებსა და რეალობას განმარტავს.
ვიდეოს ბოლოს პროფესორი დეტალურად განმარტავს, თუ როდის, როგორ და როგორი ყავა სჯობს მივირთვათ ჯანმრთელობისთვის:
წესი პირველი:
მოერიდეთ ყავის დალევას გაღვიძებისთანავე, უზმოზე. უმჯობესია მიირთვათ გაღვიძებიდან ერთი, ერთნახევარი საათის შემდეგ, როდესაც ორგანიზმში კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონე ბუნებრივად იკლებს.
წესი მეორე:
უნდა მიირთვათ მხოლოდ მარცვლოვანი ახლად მოხარშული ყავა. ხსნადი ყავა საერთოდ ყავა არ არის, ის შეიცავს მხოლოდ კოფეინს და მასში არაფერი სასარგებლო არ გვაქვს. იქ არის ქიმია, არომატიზატორები, რაც ძალიან მავნე ზემოქმედებას იწვევს თქვენს ორგანიზმზე.
წესი მესამე:
ყავას სვამთ შაქრისა და რძის გარეშე, ყავაში ჩასხმული რძე ეს გახლავთ კაზეინი და ინსულინური პასუხი ორგანიზმის მხრიდან.
თუ გინდათ რომ ყავამ სინამდვილეში ჩართოს თქვენი თავის ტვინი და გაგხადოთ ბევრად უფრო პროდუქტიული, მაშინ მასში რძის ნაცვლად დაამატეთ ისეთი კარაქი, რომელიც შეიცავს ე.წ. სასარგებლო ცხიმებს ანუ საშუალო სიგრძის ჯაჭვების მქონე ტრიგლიცერიდებს.
წესი მეოთხე:
უნდა დავაყოლოთ თუ არა ყავას წყალი? ყავა გახლავთ რბილი დიურეზული საშუალება, ერთ ორ ფინჯანს ორგანიზმი თვითონვე ერევა, მაგრამ თითოეული შემდეგი ფინჯანი მოითხოვს მინიმუმ ერთი ჭიქა წყლის მიყოლებას.
@nuralidze ☕️ ყავა — სარგებელი თუ რისკი ჯანმრთელობისთვის? 👉 ზომიერად მიღებულ ყავას შესაძლოა დადებითი გავლენა ჰქონდეს ორგანიზმზე, თუმცა მისი გადაჭარბებული მოხმარება ან ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობების დროს არასწორად მიღება არასასურველ ეფექტებთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული. 🎥 ვიდეოში ექიმი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი, პროფესორი, კახა ნურალიძე – ჩვენი ყოველდღიურობის მითებსა და რეალობაზე. 📍 დეტალური ინფორმაციისა და პროფესიული რეკომენდაციისთვის მიმართეთ კლინიკა „ნურალიძე უნიქალ მედს“. 📞 კონსულტაციის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 599 277 338 #ნურალიძეუნიქალმედი #ყავა #ჯანმრთელობა #ჯანსაღიცხოვრება #ექიმისრჩევა ♬ Calm Inspirational Background – Milan Paloyannidis
