LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა – დაშავებულები საავადმყოფოში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს

417
ზუგდიდი

ზუგდიდში გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

ზუგდიდში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

დეტალებს „ფორტუნა“ შესაბამის უწყებებში არკვევს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

გავრცელებული ინფორმაციითვე, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, გაზგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა.

მომხდარის ამსახველი კადრები, სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. 

ხანძრის განმომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები