LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წელს iPhone სამი კამერით აღიჭურვება

68

ტაივანური გამოცემა Economic Daily News-ის ცნობით, 2019 წელს გამოსული ერთ-ერთი iPhone სამი კამერითა და სამგანზომილებიანი მრიცხველით აღიჭურვება.

ცნობილი ხდება, რომ სამიდან ორი კამერა სხვა კუთხით აღიქვამს საგნებს, მესამე კამერას კი უფრო დიდი მანძილი ექნება და შემოგვთავაზებს სამჯერად ოპტიკურ ზუმს, სწორედ ისე, როგორც ეს ამჟამინდელ Huawei P20 Pro-ს აქვს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად Apple კამერას ისეთი კომპანიებისგან იღებს, როგორებიც არის Sony, Sharp, LG და Dali. ჩამოთვლილთაგან სამმაგი კამერის მოთხოვნის დაკმაყოფილება, სავარაუდოდ, უკანასკნელს აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები