LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, 22 224 ადამიანი გარდაიცვალა“ – საქსტატი

137
ახალშობილები

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ 2026 წლის იანვარი-ივნისის წინასწარი მონაცემებს აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 224 ადამიანი გარდაიცვალა.

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითია და -4 715-ს შეადგინა.

„2026 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და
გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 715 კაცით განისაზღვრა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (424) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (330)“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

ამავე მონაცემების თანახმად, 2026 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა.