82 წლის მაიკლ დუგლასმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ 1984 წელს ფილმ, „რომანი ქვასთან“ გადაღებების დროს, კეტლინ ტერნერთან ფარული რომანი ჰქონდა.
მსახიობმა ამის შესახებ საკუთარ მომავალ მემუარებში, One Helluva Ride, ისაუბრა. წიგნიდან ნაწყვეტი ჟურნალმა People-მა გაავრცელა.
დუგლასის თქმით, ტერნერთან ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როდესაც ის ჯერ კიდევ ოფიციალურად დაქორწინებული იყო თავის პირველ მეუღლეზე, დიანდრა ლუკერზე.
„კეტლინი ჭკვიანი, მხიარული და სექსუალური იყო. მას ღრმა, მომნუსხველი ხმა ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით მის საფირმო ნიშნად იქცა. ის მაშინვე მომეწონა და ერთმანეთის მიმართ მიზიდულობა მყისიერად ვიგრძენით“, — იხსენებს მსახიობი.
დუგლასის განცხადებით, იმ პერიოდში მისი ქორწინება უკვე სერიოზულ კრიზისში იყო. მსახიობი ასევე აღიარებს, რომ ტერნერთან დაახლოებამდე ფილმამდე, „რომანი ქვასთან“ სცენარისტ, დიანა ტომასთანაც ჰქონდა სასიყვარულო კავშირი.
„ოფიციალურად დაქორწინებული ვიყავი, მაგრამ ცოლთან უკვე განცალკევებით ვცხოვრობდი“, – წერს დუგლასი.
მისი თქმით, ტერნერთან ურთიერთობა მალევე სერიოზულ გრძნობებში გადაიზარდა.
„მე და კეტლინს ერთმანეთი ძალიან ძლიერად შეგვიყვარდა და ურთიერთობა დავიწყეთ“, – აღიარა მსახიობმა.
თუმცა მათი რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა. დიანდრა ლუკერმა ტერნერს პირდაპირ უთხრა, რომ ის და დუგლასი ჯერ კიდევ დაქორწინებულები იყვნენ და ურთიერთობას ინარჩუნებდნენ.
დუგლასის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი და ლუკერის ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები არსებობდა, მათ იმ დროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჰქონდათ გასათვალისწინებელი, საერთო შვილი, კამერონი.
საბოლოოდ, დუგლასმა და ტერნერმა რომანტიკული ურთიერთობა დაასრულეს, ხოლო მსახიობმა საკუთარი ქორწინების შენარჩუნება შვილის, კამერონის გამო სცადა.
თუმცა ეკრანზე მათი ქიმია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ რეალური რომანის დასრულების მიუხედავად, მათი პროფესიული თანამშრომლობა გაგრძელდა.
ფილმი უდიდეს ჰიტად იქცა და მსოფლიო გაქირავებაში დაახლოებით 115 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ერთი წლის შემდეგ დუგლასი და ტერნერი ფილმის გაგრძელებაში, „ნილოსის მარგალიტი“ დაბრუნდნენ, თუმცა ამჯერად ურთიერთობა მკაცრად პროფესიულ ჩარჩოებში დატოვეს.
1989 წელს ისინი კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ ფილმში, „როუზების ომი“, რომელმაც ასევე დიდი კომერციული წარმატება მოიპოვა.
რაც შეეხება დუგლასისა და დიანდრა ლუკერის ქორწინებას, ლუკერმა განქორწინება ქორწინებიდან 18 წლის შემდეგ მოითხოვა. მედიის ცნობით, განქორწინების შედეგად ლუკერმა დაახლოებით 45 მილიონი დოლარი და რამდენიმე სახლი მიიღო.
მაიკლ დუგლასისა და კეტლინ ტერნერის ისტორია კი ჰოლივუდის ერთ-ერთ იმ რომანად რჩება, რომლის შესახებაც საზოგადოებამ სრული სიმართლე მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ შეიტყო.
როგორ მიულოცა 57 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსმა მაიკლ დუგლასს 82-ე იუბილე
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა ჯონსი არ დაშორებულეან – წყვილმა ზაფხულის შვებულება ბრიტანეთში გაატარა



