კეტრინ ზეტა-ჯონსმა მეუღლეს, მაიკლ დუგლასს, 82-ე დაბადების დღე რომანტიკული ფოტოთი მიულოცა. წყვილმა, რომელიც ერთსა და იმავე დღეს აღნიშნავს იუბილეს, განსაკუთრებული თარიღი ერთმანეთის გვერდით გაატარა.
„გილოცავ დაბადების დღეს, ძვირფასო! დაბადების დღის კოცნა ჩემს მეუღლეს, მაიკლს. ამ განსაკუთრებული დღის შენთან გაზიარება ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც თავად ეს დღე. მიყვარხარ“, – დაწერა კეტრინმა.
მეუღლეს სიყვარულით მიმართა თავად მაიკლ დუგლასმაც. მსახიობმა კეტრინთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა და გულწრფელი სიტყვებით გაიხსენა მათი ურთიერთობის დასაწყისი.
„აქამდე არასდროს შემყვარებია ადამიანი ეკრანზე ნახვისას, სანამ კეტრინი არ დავინახე. ის ჯადოსნური იყო, ისეთი, რაც მხოლოდ სილამაზეს სცდებოდა“, – წერს მსახიობი.
კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი 2000 წელს დაქორწინდნენ და ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილად რჩებიან.
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა ჯონსი არ დაშორებულეან – წყვილმა ზაფხულის შვებულება ბრიტანეთში გაატარა