LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს კადრები ისტორიას დარჩება! – პენელოპე კრუსმა და ხავიერ ბარდემმა წითელ ხალიჩაზე ცეცხლი დაანთეს

748
Untitled design (3)

პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი, „ვენეციის კინოფესტივალზე“, მათი ახალი ერთობლივი ფილმის, Bunker-ის პრემიერაზე გამოჩნდნენ.

ფოტო/ვიდეო: პენელოპე კრუსისა და ხავიერ ბარდემის იშვიათი გამოჩენა ერთად – „ვენეციის კინოფესტივალზე“ მათი ერთობლივი ფილმის პრემიერა შედგა

პენელოპეს წითელ ხალიჩაზე ელეგანტური, ალისფერი „შანელის“ კლასიკური კაბა ამშვენებდა, ხავიერს კი სმოკინგი ეცვა. წყვილი, რომელიც ერთად იშვიათად ჩნდება, ერთმანეთის გვერდის საოცრად ბედნიერად გრძნობდნენ თავს. მათ წითელ ხალიჩაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს.

რაც შეეხება მათ ფილმს, მისი რეჟისორი ფლორიან ზელერია. ფსიქოლოგიურ დრამაში ხავიერ ბარდემი არქიტექტორის როლს ასრულებს, რომელსაც მილიარდერი მიწისქვეშა ბუნკერის აშენებას დაავალებს. ბუნკერის მშენებლობა მის ქორწინებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს და ურთიერთობაში დაძაბულობა სულ უფრო მატულობს.

ფილმი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფაქტის გამოც, რომ კრუსი და ბარდემი, რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც წყვილი არიან, ეკრანზე ერთმანეთის მეუღლეებს თამაშობენ.

პენელოპე კრუსსა და ხავიერ ბარდემს ახალ ფილმში ვიხილავთ – ცნობილია დეტალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები