LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი შვილის გარდაცვალების გამო რეაბილიტაციის ცენტრის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

223
page

60 წლის სინდი კროუფორდი და მისი მეუღლე, 64 წლის რენდი გერბერი, გეგმავენ სამართლებრივი ზომების მიღებას იმ სარეაბილიტაციო ცენტრის წინააღმდეგ, სადაც მათი 27 წლის ვაჟი, პრესლი გერბერი გარდაიცვალა. ამის შესახებ The News International წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი შვილის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, ჰოლივუდს ტოვებენ

გამოცემის ინფორმაციით, კროუფორდი და გერბერი ამჟამად ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას განიხილავენ და სურთ, მომხდარზე პასუხისმგებელი პირები გამოვლინდნენ.

„ისინი ყველა ხელმისაწვდომ სამართლებრივ ვარიანტს სწავლობენ, თუ რაიმე შეცდომა იქნა დაშვებული“, – წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

წყვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი დაუდევრობას ან სხვა სახის დარღვევას, რომელმაც შესაძლოა ტრაგიკულ შემთხვევასთან კავშირი იქონიოს.

მედიაში პრესლი გერბერის ვიდეო გავრცელდა, რომელიც მის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული

როგორც ირკვევა,19 სექტემბერს, პრესლი გერბერი „სიფხიზლის ქოუჩს“ დაუკავშირდა და უთხრა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და დახმარება სჭირდებოდა.

ქოუჩმა იცოდა, რომ ლიცენზირებული სარეაბილიტაციო ცენტრი გერბერს შაბათ-კვირას ვერ მიიღებდა, ამიტომ დახმარებისთვის Resolutions Living-ს მიმართა. არსებული წესების მიხედვით, მსგავსი ტიპის დაწესებულებები პაციენტებს მხოლოდ ფხიზელ მდგომარეობაში იღებენ. მიუხედავად ამისა, ქოუჩმა ცენტრის თანამშრომლებს აცნობა, რომ გერბერი იმ მომენტში ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო და დაჰპირდა, რომ ახალგაზრდა იქ მხოლოდ ერთ დღეს დარჩებოდა. ორშაბათს კი მისი სხვა სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანა იგეგმებოდა.

ცენტრის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას დათანხმდნენ. მოგვიანებით ის თანამშრომლები, რომლებმაც გერბერის მიღების გადაწყვეტილება მიიღეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

წყაროს ცნობით, ცენტრში მისვლის შემდეგ გერბერმა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება კვლავ გააგრძელა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა მისის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინსაიდერების თქმით, პრესლი ამ დღეებს „ბოლო თავისუფალ უქმეებად“ აღიქვამდა, სანამ სრულფასოვან სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები