ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ინგირში მოხდა – დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცია.
არსებული ცნობითვე, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს ჭრილობები მიაყენა. მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
