LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თანამშრომლების და ნათესავის თანხმობის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით, ონლაინ სესხი გაააქტიურა და დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას“ – შსს-მ ერთი პირი დააკავა

144
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ნათესავის თანხმობის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით, ერთ-ერთი ბანკიდან ონლაინ სესხი გაააქტიურა და მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას.

„საბანკო ორგანიზაციისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 48 130 ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები