LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი-ზის კონცერტზე ჯასტინ ტიმბერლეიკი და ფარელ უილიამსი გამოვიდნენ

131
photo-collage.png - 2026-09-16T162039.041

10 სექტემბერს, პარიზში, Stade de France-ის სტადიონზე, ჯეი-ზის კონცერტი გაიმართა. კონცერტზე 75 000-ზე მეტი მაყურებელი იმყოფებოდა.

რეპერს სცენაზე ყველასთვის მოულოდნელად, ჯასტინ ტიმბერლეიკი და ფარელ უილიამსი შეუერთდნენ.

ჯასტინ ტიმბერლეიკმა ჯეი-ზისთან ერთად შეასრულა მათი 2013 წლის ერთობლივი ჰიტი – Holy Grail, შემდეგ კი პუბლიკის წინაშე სოლო ნომრით, სიმღერით – Until the End of Time წარდგა.

ფარელ უილიამსმა რეპერთან ერთად 2000-იანი წლების პოპულარული კოლაბორაციები იმღერა, მათ შორის: Frontin’, Excuse Me Miss, I Just Wanna Love U (Give It 2 Me) და Allure.

ჯეი-ზის პარიზში გამართული კონცერტი, რეპერის მუსიკალური მოღვაწეობის 30 წლის იუბილესა და ორი საკულტო ალბომის – Reasonable Doubt და The Blueprint გამოსვლიდან 30-ე და 25-ე საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული კონცერტების სერიის ნაწილი გახლდათ.

საიუბილეო კონცერტების უკანასკნელი პერფორმანსი 23 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესშია დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები