LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

1097
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოს პროგნოზით, 19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს [საფრთხის დონე საშუალო]“ – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები