LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

71 წლის უნიკალური Ferrari მილიონობით დოლარად გაიყიდება

119
ქირიას NEWS შაბლონი

1955 წლის იშვიათი Ferrari 250 Europa GT Speciale 2027 წლის იანვარში ფლორიდაში, Mecum-ის აუქციონზე გაიყიდება. ავტომობილის ზუსტი ფასი ჯერ არ სახელდება, თუმცა ამ მოდელის განსაკუთრებით იშვიათი ვერსიები წარსულში დაახლოებით 4-5 მილიონ დოლარად გაყიდულა.

Ferrari-მ 250 Europa GT-ის მხოლოდ 43 ეგზემპლარი შექმნა, თუმცა აუქციონზე წარმოდგენილი ავტომობილი კიდევ უფრო განსაკუთრებულია. ავტომობილი ცნობილი ფრანგი მრბოლელისა და ინჟინრის, ანრი დიუბონეს შეკვეთით შეიქმნა.

დიუბონეს სურდა, რომ ავტომობილს 1956 წლის „ლე მანში“ მიეღო მონაწილეობა, ხოლო Pinin Farina-ს გეგმაში მისი პარიზის ავტოსალონზე წარდგენა შედიოდა. ავტომობილი გამოფენაზე მართლაც წარადგინეს, თუმცა რბოლაში მონაწილეობა ვერ შეძლო – სტარტამდე ცოტა ხნით ადრე დიუბონემ ფეხი მოიტეხა. შედეგად, სპორტულ ავტომობილს დიდ შეჯიბრებებში არასდროს უასპარეზია.

ექსპერტები ამ Ferrari-ს სხვა Europa GT-ებისგან დაახლოებით ორი ათეული განსხვავებული დეტალით გამოარჩევენ. მათ შორისაა გაზრდილი უკანა „ფარფლები“, უკანა ნაწილის უნიკალური მინა, წინა ფრთებზე განთავსებული საჰაერო არხები და უკანა ნაწილზე სპეციალური ჟალუზები. ავტომობილის წინა ნაწილსაც განსხვავებული დიზაინი აქვს – დიდი ქრომირებული რადიატორის ცხაურით.

1960-იან წლებში ავტომობილი ევროპიდან აშშ-ში გადაიყვანეს. მოგვიანებით ერთ-ერთმა მფლობელმა მისი ძარა შეცვალა და ავტომობილი სხვა ფერში გადაღება, თუმცა 1980-იან წლებში დაიწყო რესტავრაცია. ორიგინალურ იერსახეს Ferrari მხოლოდ 2010-იანი წლების ბოლოს დაუბრუნდა. მას შემდეგ ავტომობილმა Ferrari Classiche-ის ავთენტიკურობის სერტიფიკატიც მიიღო და არაერთ პრესტიჟულ გამოფენაში მონაწილეობდა.

კაპოტის ქვეშ მოთავსებულია 3.0 ლიტრიანი Colombo V12 და ექსპერტების შეფასებით, ძრავის სიმძლავრე დაახლოებით 220 ცხენის ძალას შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები