სელინ დიონმა პარიზის მოდის კვირეულის გახსნაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა.
მომღერალი მოულოდნელად გამოვიდა L’Oréal Paris-ის ყოველწლიური ჩვენების ფინალში და 2002 წლის საკულტო ჰიტი – I’m Alive შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ კანადელი სუპერვარსკვლავის პერფორმანსი Paris Fashion Week-ის გახსნის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად და შთამბეჭდავ მომენტად იქცა.
გრანდიოზული ჩვენება ეიფელის კოშკის ფონზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა. დიონი პოდიუმზე ელეგანტური შავი კაბით გამოჩნდა, რასაც მაყურებლის მხრიდან მქუხარე ოვაციები მოჰყვა.
წარმოდგენის დასასრულს მასთან ერთად პოდიუმზე ყველა ის ვარსკვლავი გაერთიანდა, ვინც ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ: ევა ლონგორია, ვაიოლა დევისი, ჯეინ ფონდა, აიშვარია რაი, კრისტენ ბელი, ენდი მაკდაუელი, კენდალ ჯენერი, ჰაიდი კლუმი, კარა დელავინი და სხვები.
ცნობისთვის, ჩვენება ქალთა გაძლიერებასა და მრავალფეროვნებას ეძღვნებოდა.