მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ.
თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორმა მოსწავლემ მოტეხილობები მიიღო. დანარჩენ მოზარდებს კი პრევენციის მიზნით პირველადი სამედიცინო დათვალიერება ჩაუტარდათ.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
