LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Hyundai Tucson ჰიბრიდი გახდა

119
ქირიას NEWS შაბლონი

Hyundai-მ ახალი თაობის Tucson წარმოადგინა, რომელიც უფრო აგრესიული დიზაინით, ახალი თაობის ჰიბრიდული სისტემითა და ტექნოლოგიურად განახლებული ინტერიერით გამოვიდა. მოდელის განსაკუთრებული სიახლე კი XRT Pro-ს სახელით შექმნილი გამავლობის ვერსიაა, რომელიც ჩვეულებრივ Tucson-თან შედარებით გაცილებით უკეთესად უნდა გაუმკლავდეს რთულ რელიეფს.

ახალი Tucson-ის საბაზისო ვერსიები, კონკრეტული ბაზრის მიხედვით, 1.6 და 2.0 ლიტრიანი ბენზინის ძრავებით იქნება ხელმისაწვდომი. მათი სიმძლავრე 150-დან 193 ცხენის ძალამდე მერყეობს, ხოლო გადაცემათა კოლოფების არჩევანში შედის ექვს საფეხურიანი მექანიკა, შვიდ საფეხურიანი რობოტი და ექვს ან რვასაფეხურიანი ავტომატური კოლოფები. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას ასეთ ვერსიებს 9,5-დან 12,4 წამამდე სჭირდება.

მნიშვნელოვანი სიახლეა ჰიბრიდული სისტემა. Tucson Hybrid 1.6 ლიტრიანი შიდა წვის ძრავას, ელექტროძრავსა და 1,49 კვტ/სთ სიმძლავრის კომპაქტურ ბატარეას აერთიანებს. სისტემის ჯამური სიმძლავრე 236-245 ცხენის ძალაა, ხოლო ავტომობილი 100 კმ/სთ-ს 8,5 წამში ავითარებს. ჰიბრიდის შემთხვევაში შესაძლებელია როგორც წინა, ისე სრულამძრავიანი ვერსიის არჩევა. Hyundai-ის ინფორმაციით, საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 5,6 ლიტრს შეადგენს. 

ყველაზე საინტერესო სიახლეა XRT Pro. ეს უკვე მხოლოდ ვიზუალური პაკეტი აღარ არის – ავტომობილს გაუმჯობესებული გეომეტრიის მქონე ბამპერები, საბუქსირე კაუჭები, გამავლობის საბურავები და გაზრდილი კლირენსი აქვს. მიწიდან დაშორება 180-დან 210 მილიმეტრამდე გაიზარდა, ხოლო ძარის ქვედა ნაწილი დამატებითი დამცავი ელემენტებითაა აღჭურვილი.

ინტერიერშიც მნიშვნელოვანი ცვლილებებია. სხვადასხვა კომპლექტაციაში ხელმისაწვდომი იქნება 12,9-დან 17 დიუმამდე ცენტრალური ეკრანი, ხოლო მულტიმედიური სისტემა Hyundai-ის ახალი Pleos Connect პლატფორმაზე მუშაობს და ხელოვნური ინტელექტის Gleo AI ასისტენტს იყენებს. 

ამასთან, Tucson-ის ახალი თაობის სპორტული ვერსიის გამოჩენაც უკვე დადასტურებულია. Hyundai მას 12 ოქტომბერს, პარიზის ავტოსალონზე წარადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები