მანანა კოზაკოვა ქალიშვილთან, თინათინ წულაძესთან ერთად სახალისო ვიდეოს აქვეყნებს და მათ მსგავსებაზე საუბრობს.
„ამბობენ, რომ მე და ჩემი შვილი ძალიან ვგავართ ერთმანეთს“, – აღნიშნავს მანანანა კოზაკოვა ვიდეოში.
დედა-შვილის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები მათ გარეგნულ მსგავსებაზე ამახვილებენ ყურადღებას და მანანა და თინათინი ცნობილ მსახიობ ოდრი ჰეპბერნს შეადარეს.
„ორი ოდრი ჰეპბერნი“, „ტყუპებივით ხართ“, „ორი ლამაზმანი“, „ერთი ერთში ხართ“, „ჭოლას ფერიები“ — წერენ კომენტარებში.
