მუსიკალურმა მენეჯერმა, „ვოკალის აკადემიის“ დამფუძნებელმა, ანკა უგლავამ და გიორგი გულიაშვილმა „შატო ვარციხეში“ ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს. წყვილმა წვეულებაზე უახლოეს ადამიანებს უმასპინძლა.
სტუმრებს შორის იყვნენ თინათინ წულაძე და ბუბა ჭოღოშვილი, რომლებმაც მათი სიყვარულის შესახებ საზოგადოებას გასულ ზაფხულს გაუმხილეს.
ამჯერად თინათინმა და ბუბამ ანკას ქორწილში გადაღებული უამრავი კადრი გაუზიარეს საზოგადოებას.
„პოზიტიურები“, „ცქრიალა და ნარნარა“, „რა კარგები ხართ“ ,ჰაეროვანი და მუსიკალური, სასიამოვნო სანახავი,“ – წერენ თინათინის და ბუბას მეგობრები.
