LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Brabus-მა იაპონელ დიზაინერთან ერთად ექსკლუზიური ელექტრო მოტოციკლი შექმნა

101
ქირიას NEWS შაბლონი (1)

Brabus-მა იაპონელ დიზაინერ ჰიროში ფუჯივარასთან და მის Fragment Design-თან თანამშრომლობით ახალი ელექტრო მოტოციკლი Urban E Fragment Edition წარადგინა. მოდელი უკვე წარმოდგენილი Urban E-ის განსაკუთრებული, ულტრა ლიმიტირებული ვერსიაა და მხოლოდ 10 ეგზემპლარი დამზადდება.

მოტოციკლის დიზაინზე უშუალოდ ჰიროში ფუჯივარამ იმუშავა, რომელიც იაპონური ქუჩის მოდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად ითვლება. მისი Fragment-ისთვის დამახასიათებელი მინიმალისტური სტილი ახალ მოდელში შავ-თეთრ ფერთა კომბინაციით არის გადმოცემული.

Urban E Fragment Edition-ის ექსტერიერში ფართოდ გამოიყენება ნახშირბოჭკოვანი მასალა. მისგან დამზადებულია ბორბლების თეთრი საფარები, კორპუსის რამდენიმე დეტალი და სხვა ელემენტები. მოტოციკლს ასევე აქვს თეთრი Brabus Masterpiece-ის ტყავის სავარძელი, თეთრი სამუხრუჭე დისკები და Fragment-ის ლოგოს მქონე გამჭვირვალე უკანა ფარი.

ელექტრო ძრავის სიმძლავრე 27 კვტ-ს, ანუ 37 ცხენის ძალას, შეადგენს, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი კი 475 ნმ-ია. მოტოციკლის მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს, ხოლო 72 ვოლტიანი ლითიუმ-იონური ბატარეა ქალაქის რეჟიმში 150 კილომეტრამდე სვლის საშუალებას იძლევა.

Brabus Urban E Fragment Edition-ის ფასი 50 ათასი დოლარი ქნება. ამასთან, მთელ მსოფლიოში მხოლოდ 10 მოტოციკლი გაიყიდება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები