ინტერნეტ რეკლამირების ეფექტურობა
ამ სტატიაში განვიხილავთ პრაქტიკულ ელემენტებს, რომლებიც განსაზღვრავს ინტერნეტ რეკლამირების განხორციელების ეფექტურობას.
ეფექტური საიტის დამზადება
ვებ საიტი ინტერნეტ რეკლამირების ჰაბია, მითი იწყება და მთავრდება ყველაფერი. ამიტომაც უმეტეს შემთხვევაში ხდება მომხმარებლის გადამისამართება კომპანიის საიტზე, რასაც მომზადებული უნდა შეხვდეთ.
უპირველესყოვლისა უნდა გქონდეთ ყველა ეკრანისა და ხელსაწყოს მორგებული საიტის დიზაინი. მომხმარებელს უნდა შეეძლოს მარტივი ნავიგაცია და რაც მთავარია საიტზე განთავსებული უნდა იყოს სრულყოფილი ინფორმაცია თქვენი კომპანიისა და მომსახურების/პროდუქციის შესახებ.
გსურთ საიტის დამზადება? BLH – saitebis damzadeba
შეისწავლეთ კონკურენტები
შეისწავლეთ თქვენი კონკურენტები, მათი საიტი, სარეკლამო მასალები და ზოგადი სტრატეგია. ასევე მომხმარებელთა რეაქცია მათ სარეკლამო კამპანიაზე.
აიღეთ მათგან ყველაფერი პოზიტიური და გაითვალისწინეთ ყველაფერი ნეგატიური, აღნიშნული საშუალებას მოგცემთ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყოთ თქვენს კონკურენტებთან შედარებით.
ინტერნეტ რეკლამის სახეობის არჩევა
ინტერნეტ რეკლამის სახეობის არჩევა გავლენას ახდენს სარეკლამო კამპანიის შედეგებზე. რეკლამის ტიპი უნდა იქნეს არჩეული იმ მიზნებიდან და ბიუჯეტიდან გამომდინარე, რაც თქვენ გაგაჩნიათ.
მაგალითად, თუ გსურთ ისეთი კლიენტების მოძიება, რომლებიც თქვენ პროდუქტს გუგლის მეშვეობით ეძებენ, საუკეთესო ვარიანტი იქნება რეკლამა გუგლში.
ან თუ ახალგაზრდებისთვის გინდათ ხმის მიწოდება, ამის საუკეთესო საშუალება ფეისბუქსა და ინსტაგრამზე რეკლამირება იქნება.
დაკავშირებული სტატია: სოციალური მედია მარკეტინგი
ინტერნეტ მარკეტინგის მიზანი
სწორი მიზანი განსაზღვრავს ნებისმიერი მარკეტინგული საქმიანობის ეფექტურობას. სანამ დაიწყებდეთ მოქმედებას, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რისი მიღწევა გსურთ?
ეს შეიძლება იყოს მეტი მომხმარებლის მოძიება, კომპანიის ან მისი პროდუქტის გაპიარება, ბრენდირება და სხვა.
თქვენ მიერ განსაზღვრული მიზანი უნდა იყოს რაციონალური, ანუ უნდა გამომდინარეობდეს თქვენ შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან.
ვიზუალი
ინტერნეტ რეკლამირების უმნიშვნელოვანესი ელემენტია ვიზუალიზაცია, გახსოვდეთ, რომ სწორედ ვიზუალი ხიბლავს მომხმარებელს და უბიძგებს მას გაეცნოს თქვენ შემოთავაზებას.
ეფექტური ვიზუალის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ფოტო – ვიდეო მასალის გამოყენება, ამისათვის უპრიანი იქნება თუ ისარგებლებთ პროფესიონალური ფოტო – ვიდეო გადაღების მომსახურებით, ხოლო თუ შესაბამისი ფინანსები არ გაგაჩნიათ, შეგიძლიათ შემოიფარგლოთ საკუთარი რესურსებით.
უბიძგეთ დაგიკავშირდნენ
იმისათვის, რომ დაინტერესებულმა მომხმარებელმა განახორციელოს თქვენთვის საჭირო მოქმედება – უბიძგეთ მას. მიუთითეთ კონტაქტისთვის აუცილებელი ინფორმაცია, რათა მომხმარებელმა მარტივად და სწრაფად შეძლოს დაკავშირება.
მომხმარებლისთვის მარტივი უნდა იყოს იმ ქმედების განხორციელება, რაც მას წამიერად გაუელვებს თავში, მას არ უნდა მოუწიოს დამატებითი დროის დახარჯვა თავისი ქმედების განსახორციელებლად, რადგან ამასობაში მან შეიძლება გადაიფიქროს.
ბრენდირება
ბრენდირებული რეკლამა საშუალო და გრძელ ვადიან პერსპექტივაში განაპირობებს ბევრად მაღალ შედეგებს, ვიდრე უბრენდო – უსახელო რეკლამა.
შეიძლება ითქვას, რომ არაბრენდირბეული რეკლამირება გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსების არაეფექტური გამოყენების ტოლფასია.
ამიტომაც, მნიშვნელოვანია თითოეული რეკლამა შეიცავდეს ბრენდირების ელემენტებს: ლოგოს, ბრენდირებულ ფერებსა და ბრენდთან დაკავშირებულ სხვა ატრიბუტს.
შეფასება, ანალიზი და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა
ინტერნეტ რეკლამირების განუყოფელი ნაწილია მიღებული შედეგების შეფასება, ანალიზი და მიღებული შედეგების გათვალისწინება შემდგომ სარეკლამო ღონისძიებებში.
ამის საშუალებას იძლევა ავტომატიზებული ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც ყველა ინტერნეტ რეკლამირების პლატფორმას გააჩნია და რომლებიც ერთი ღილაკის დაჭერით იძლევიან შესაძლებლობას, მიიღოთ სრული რეპორტი თქვენი სარეკლამო საქმიანობის შესახებ, მაქსიმალურად გასაგები და მარტივი ფორმით.
როგორი სტრატეგია გაქვთ თქვენ?
დაფიქრდით, როგორ ახორციელებთ მომხმარებელთა მოზიდვას ინტერნეტის მეშვეობით, ინტერნეტ რეკლამირების რომელ სახეს იყენებთ, როგორია თქვენი მიზნები და სტრატეგია.
დაკავშირებული სტატია: რეკლამა ფეისბუქზე