Facebook -მა ახალი განყოფილების შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში ვირტუალური რეალობას გულისხმობს. განყოფილებას სათავეში ვიდეოთამაშების ექსპერტები ჩაუდგებიან, რომლებსაც 3D-რეალობის შექმნის დიდი გამოცდილება აქვთ.
გასული წლიდან მოყოლებული, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა 20 ათასჯერ ჩამოტვირთეს 3D-ფორმატის სპეციალური ვიდეოები, ხოლო მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად უყურებს „ფეისბუქზე“ ვიდეოებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, თქვენს გარშემო, ნებისმიერი მიმართულებით იყუროთ.