ვალენტინობა ახლოვდება და ძველი ტრადიციის პარალელურად უკვე შესაძლებელია, რჩეულს შეყვარებულთა დღესასწაული უფრო თანამედროვედ მიულოცოთ. სწორედ ამისთვის, გთავაზობთ რამდენიმე საჭირო და უფასო აპლიკაციას, რომლებიც არჩევანის გაკეთების დროს დაგეხმარებათ:
PUNKPOST
ეს აპლიკაცია ერთმა წყვილმა მოიგონა. სერვისის ძირითადი იდეა ძალიან მარტივია: უზარმაზარი გალერეიდან არჩევთ სასურველ მისალოცს, შემდეგ მასში მისალოცს ჩაბეჭდავთ და ადრესატს უგზავნით.
TOUCHNOTE
თუ გადაწყვიტეთ, რომ მისალოცი ბარათი საკუთარ ფოტოსთან ერთად გაუგზავნოთ, აუცილებელია იცოდეთ Touchnote-ის შესახებ: მისი საშუალებით დამოუკიდებლად შეგიძლიათ მისალოდის დიზაინის შექმნა, თანაც ისე, რომ საკუტარი ფოტოები გამოიყენოთ. წინა აპლიკაციისგან განსხვავებით კი ტექსტში აქ ცოტა შეზღუდული ხართ და მისი დაწერისას სტანდარტული შრიფტის გამოყენება გიწევთ.
VALENTINE’S DAY 2016
ამ აპლიკაციის ინტერფეისი კიდევ უფრო მარტივია: შაბლონების დიდი რაოდენობიდან შეგიძლიათ სასურველი ამოარჩიოთ, შემდეგ კი მასში ნებისმიერი ელემენტი შეცვალოთ.
BETWEEN
შეყვარებულთა დღეს კარგი გამოსავალია დარეგისტრირდეთ ასევე სოციალურ ქსელში, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ორისთვის. აქ შესაძლებელია შექმნათ არამარტო საერთო ფოტოგალერეა, ასევე ემოციური გზავნილები მისწეროთ ერთმანეთს ჩატში, რომელიც მხოლოდ თქვენთვის არის განკუთვნილი.



