შოტლანდიელმა ინჟინერებმა შექმნეს ვიდეოკამერა, რომელსაც კუთხეში არსებული ნივთების დაფიქსირება შეეძლება, ამასთან სიახლე რამდენიმე სანტიმეტრში არსებულ ობიქტებსაც „დაინახავს“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მეცნიერები ცდილობენ კამერა „კუთხეში შეახედონ“. თუმცა, არსებული მეთოდები ამ მიზნის მისაღწევად საკმაოდ დროსა და რესურსს ითხოვს, რის გამოც ეს პრობლემა ამ მომენტამდე გადაუჭრელი რჩებოდა.
ახალი სისტემა ორი ელემენტისგან შედგება: ლაზერისა და კამერისგან, რომლებიც მაღალი მგრძნობელობითა და სწრაფი გადამუშავებით გამოირჩევა.