ერთი შეხედვით ეს უბრალო სამკაულია, რომელიც უხდება თქვენ ჩაცმულობას, თუმცა მისი ფარული შესაძლებლობები ნამდვილად გაგაოცებთ და რთულ სიტუაციაში დაგიცავთ კიდეც. Athena- ასე ქვია მოწყობილობას, რომელსაც სამკაულის ფორმა აქვს. აქსესუარი აღჭურვილია Bluetooth-ით, GPS-ით და აქტივაციის ღილაკით.
თუ თქვენ თავს დაგესხნენ ან რაიმე სახის რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, უბრალოდ უნდა დააჭიროთ ღილაკს და თქვენი ახლობლები განგაშის შეტყობინებას მიიღებენ. თუ ვისთან უნდა გაიგზავნოს შეტყობინება, ამას თქვენ თვითონ წინასწარი ცხრილის მიხედვით შეადგენთ. შეტყობინებაში აისახება თქვენი ადგილსამყოფელი. თუ ღილაკს დიდ ხანს დააჭერთ, მაშინ ის ხმამაღალ ხმას გამოსცემს, რამაც შეიძლება თავდამსხმელი შეაშინოს და გარშემომყოფების ყურადღებაც მიიქციოს. ის თავსებადია iOS და Android ბაზაზე მომუშავე ნებისმიერ გაჯეტთან. Athena 75 დოლარი დაგიჯდებათ.