თუ ძველი კლავიატურის გამოცვლა გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ გაითვალისწინეთ სიახლე სახელად Ultimate Hacking Keyboard. ახალი კლავიატურა მართლაც გამორჩეულია. მწარმოებლებმა ის ორ მოდულად გაანაწილეს, რაც ხელების კომფორტულად განლაგებაში დაგეხმარებათ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კლასიკური კონფიგურაცია დაგჭირდებათ შეგიძლიათ ის შეაერთოდ.
ამ დროისთვის ავტორები სერიული გამოშვებისთვის სახსრების ძიებაში არიან. თუმცა უკვე შეიძლება წინასწარი შეკვეთა საიტზე Crowdsupply. ფასი 200 დოლარიდან იწყება. Ultimate Hacking Keyboard -ის რელიზი 2016 წლის ივლისში იგეგმება.
