ACPAD – მსოფლიოში პირველი გაჯეტია, რომელიც თქვენ კლასიკურ გიტარას სრულფასოვან სინტეზატორად გადააქცევს. ის გერმანელმა მუსიკოსმა რობინ სუკროსომ შექმნა. მისი მოხმარება ძალიან მარტივია. უბრალოდ უნდა დააკრათ გიტარას პოლიმერული მასალისგან დამზადებული, თხელი სინტეზატორი, ამასთან არანაირი წებო არ დაგჭირდებათ. მის მოხსნას კი ნებისმიერ დროს შეძლებთ. მოწყობილობა 2016 წლის მაისში იქნება ხელმისაწვდომი და ის 349 ევრო ეღირება.
