რადიო „ფორტუნას“ პოდკასტის – „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ გასული ეპიზოდის სტუმარი ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე იყო.
აღნიშნულ ეპიზოდში, რომლის მთავარი თემა ხანდაზმულობა და ხანდაზმულების საჭიროებებია, თამარ გაგოშიძემ ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების ურთიერთობის სპეციფიკასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მე მახსენდება ჩემი თავი, ძალიან მიყვარდა ჩემი მეგობრების მშობლებთან ურთიერთობა. დღესაც – არიან 100 წელს მიღწეულები – ძალიან სასიამოვნოა ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. ეს გამოცდილება შენ შიშს გაძლევინებს, ეს გამოცდილება ახალგაზრდებს აღარ აქვთ. ვის უნდა ეურთიერთონ? ზოგი საწყალი ბებია-ბაბუა უცხოეთშია გაქცეული, ოჯახი რომ არჩინოს. ზოგი თვითონ არის ემიგრანტი და ბებია-ბაბუებთან არ აქვს შეხება. ეს კავშირები გაწყდა, ამიტომ რით ცხოვრობენ ეს ადამიანები, ახალგაზრდამ აღარ იცის.
ვაწყდებით სერიოზულ ღირებულებით პრობლემებს. ეკონომიკურმა და სოციალურმა პირობებმა გამოიწვია დღეს ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, მაგრამ ეკონომიკური და სოციალური კატაკლიზმები აუცილებლად იწვევს ღირებულებით დამახინჯებას, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნილება ხომ არ იყო საზოგადოების მიკუთვნების მოთხოვნილება? უნდა გადარჩე და დღესაც ამ რეჟიმში ვართ“, – აღნიშნავს თამარ გაგოშიძე მარტა ქარუმიძის პოდკასტში.
