ანჯელინა ჯოლიმ ბავშვებთან ერთად ლოს ანჯელესის ქუჩებში ქუსლიანი ფეხსაცმელებითა და მაქმანებიანი კაბით ისეირნა და 13 წლის ზახართან და 12 წლის შაილოსთან ერთად მაღაზიები მოინახულა. მისი ვიზუალი სულაც არ შეესაბამებოდა სასეირნოდ გამოსული ადამიანისას. მეტიც, მსგავს ფორმაში მსახიობს მნიშვნელოან საღამოზეც შეეძლო წასვლა. თუ სხვა დროს ჯოლი მუქი ფერის ჯინსს, მაისურს, სადა კაბას და უძირო ფეხსაცმელს ირგებდა ხოლმე, ამჯერად შიფონის გამოსასვლელი კაბა აირჩია.
ბრედ პიტთან განქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ვარსკვლავი, როგორც ჩანს, თავს მშვენივრად გრძნობს.



