LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი კვლავინდებურად მშვენიერია – 51 წლის მსახიობის უახლესი გამოჩენა

108
page

51 წლის ანჯელინა ჯოლი ლოს-ანჯელესში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე გამოჩნდა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ოქტავია სპენსერთან ერთად, საქველმოქმედო პროექტის, Stay Gold Project ფარგლებში ერთ-ერთი ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის მიუზიკლ, The Outsiders-ის სპეციალური ჩვენება მოაწყო.

ჯოლი, რომელიც მიუზიკლის პროდიუსერია, ღონისძიებაზე ყავისფერ კაბაში გამოჩნდა და საღამოს მთავარი სტუმარი იყო.

ანჯელინა ჯოლის საზოგადოებრივი გამოჩენა ბოლო პერიოდში არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში.

ტაბლოიდები მის გარეგნობაზე აქტიურად წერენ. ბევრი ფიქრობს, რომ მას გარკვეული პრობლემები აქვს, საუბარია მისი სახის ასიმეტრიაზე. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მსახიობს ასაკი მოკლე დროში დაეტყო, თუმცა ბოლო ფოტოების შემდეგ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ანჯელინა კვლავინდებურად მშვენივრად გამოიყურება.

„შეხედეთ მის თვალებს“ – ანჯელინა ჯოლის უახლესი ვიდეო

საკბილოს ძიებაში – 51 წლის ანჯელინა ჯოლიმ ღრმა დეკოლტეთი მიიქცია ყურადღება

„მინდა, ცოტა მომთაბარე გავხდე“ – ანჯელინა ჯოლი L’Officiel-ის გარეკანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები