LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკბილოს ძიებაში – 51 წლის ანჯელინა ჯოლიმ ღრმა დეკოლტეთი მიიქცია ყურადღება

221
page

ანჯელინა ჯოლიმ საზოგადოებაში გამოჩენისას კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება. 51 წლის მსახიობი ნიუ-იორკის „ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში“ შენიშნეს.

ჯოლის კრემისფერი, აბრეშუმის სამოსი ეცვა, რომელიც თავისუფალი სტილისა და საკმაოდ ღრმა დეკოლტეს მქონე ბლუზსა და გრძელ ქვედაბოლოს მოიცავდა. აღნიშნული „ლუქი“ მედიაში პიკანტურად და ზედმეტად ვულგარულად შეაფასეს

„ქალებო, გადამალეთ თქვენი მამაკაცები!“ – ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან დაშორებიდან ათი წლის შემდეგ, ახალი სიყვარულისთვის მზად არის

როგორც გამოცემა წერს, ჯოლი ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლასა და ახალი ურთიერთობისთვის მზადყოფნაზეა ორიენტირებული.

მისი მეგობრების თქმით, ის უკვე მზად არის, წარსული უკან მოიტოვოს და ახალი ურთიერთობა შანსი მისცეს. თუმცა, როგორც ირკვევა, პოტენციური პარტნიორის მიმართ მსახიობს საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვს.

ჯოლის წარსულში რამდენიმე გახმაურებული რომანი ჰქონდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ურთიერთობა ბრედ პიტთან იყო, რომელიც სკანდალით დასრულდა. მანამდე ის ჯონი-ლი მილერსა და ბილი-ბობ თორნტონზე იყო დაქორწინებული.

„მინდა, ცოტა მომთაბარე გავხდე“ – ანჯელინა ჯოლი L’Officiel-ის გარეკანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები