LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, ცოტა მომთაბარე გავხდე“ – ანჯელინა ჯოლი L’Officiel-ის გარეკანზე

228
Untitled design (4)

ანჯელინა ჯოლი გამოცემა L’Officiel-ის ახალი ნომრის გარეკანზე გამოჩნდა და გამოცემასთან ინტერვიუში შვილების აღზრდაზე, მათ დამოუკიდებლობასა და საკუთარ მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

51 წლის მსახიობმა ექვს შვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი საკუთარი ინტერესებითა და ხასიათით გამორჩეული ინდივიდია. ჯოლის თქმით, როგორც მშობლისთვის, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა შვილების დამოუკიდებლობის მხარდაჭერაა.

„ისინი ნამდვილად ინდივიდუალისტები არიან. ეს ჩემში უდიდეს სიამაყეს იწვევს, რადგან, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, უბრალოდ, მათ გზაზე არ დაუდგე“, – განაცხადა მსახიობმა.

ჯოლის თქმით, ის ყოველთვის ცდილობდა შვილებისთვის საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა მიეცა და მათი ცხოვრების კონტროლის ნაცვლად, დამოუკიდებელი გზის არჩევაში მხარდაჭერა აღმოეჩინა.

მსახიობმა ასევე ისაუბრა უფროს შვილებზე, მედოქსსა და პაქსზე, რომლებიც სხვადასხვა დროს რეჟისორის ასისტენტებად მუშაობდნენ. მისი თქმით, მედოქსი ამჟამად პილოტის კარიერით არის დაინტერესებული, ხოლო პაქსი ფოტოგრაფიაზეა კონცენტრირებული.

ინტერვიუში მსახიობმა დაადასტურა ისიც, რომ ლოს-ანჯელესის დატოვებას გეგმავს. ქალაქი, სადაც თავად დაიბადა და შვილებთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდა, ჯოლის სამომავლო გეგმებში მუდმივ საცხოვრებელ ადგილად აღარ განიხილება.

„მინდა, ცოტა მომთაბარე გავხდე. მუდმივი საცხოვრებელი ბაზის ქონას არ ვგეგმავ. უფრო მეტი მოგზაურობა და ბუნებაში დროის გატარება მინდა. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც შვებულებაში მიდის, საყიდლებზე დადის ან მსგავს რაღაცებს აკეთებს“, – თქვა მან.

„ძალიან შეცვლილი და დაბერებულია“ – ანჯელინა ჯოლი უკრაინას ესტუმრა – ვრცელდება ვიდეო

ანჯელინა ჯოლის დიდი დაბრუნება – მედიაში უახლესი დეტალები ვრცელდება

„შვიდი წელი ფხიზელი ვიყავი, ახლა კი ისევ დავუბრუნდი ალკოჰოლს“ – ბრედ პიტის ვრცელი ინტერვიუ და შოკისმომგვრელი აღიარებები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები