ანჯელინა ჯოლი, როგორც ჩანს, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად მზად არის. ბრედ პიტთან დაშორებიდან ათი წლის შემდეგ, ჰოლივუდის ვარსკვლავი პირად ცხოვრებაში ახალი ურთიერთობისთვის მზაობას გამოთქვამს.
„მინდა, ცოტა მომთაბარე გავხდე“ – ანჯელინა ჯოლი L’Officiel-ის გარეკანზე
მსახიობი ბოლო პერიოდში ნიუ-იორკში უფრო ხშირად ჩნდება, 50 წლის ჯოლის ხშირად ამჩნევენ ქალაქის ქუჩებში.
მისი მეგობრების თქმით, ანჯელინა ახლა უკვე მზად არის, წარსული უკან მოიტოვოს და ახალი ურთიერთობა შანსი მისცეს. თუმცა, როგორც ირკვევა, პოტენციური პარტნიორის მიმართ მსახიობს საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვს.
ჯოლის წარსულში რამდენიმე გახმაურებული რომანი ჰქონდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ურთიერთობა ბრედ პიტთან იყო, რომელიც სკანდალით დასრულდა. მანამდე ის ჯონი-ლი მილერსა და ბილი-ბობ თორნტონზე იყო დაქორწინებული.
„ქალებო, გადამალეთ თქვენი მამაკაცები!“, – ასე აფასებენ სიახლე მედიაში.

