ნიუ-იორკში ჩოგბურთის ტურნირის US Open-ის მორიგ ფინალურ მატჩს, ჰოლივუდის ვარსკვლავები, მილიარდერები და სხვა ცნობილი სახეები დაესწრნენ. მათ შორის იყო ბრედ პიტი თავის შეყვარებულთან, ინეს დე რამონთან ერთად.
62 წლის წლის ბრედი და 33 წლის წლის ინესი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ, ისინი ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ ეხუტებოდნენ და სითბოსა და გრძნობებს ვერ მალავდნენ.
„ასეთი შეყვარებული ბრედი ჯერ არავის უნახავს“, „როგორც ჩანს ბრედი მართლაც შეყვარებულია“, – წერენ კომენტარებში.
რაც შეეხება წყვილის „ლუქებს“, ბრედი ლურჯ ორეულში იყო გამოწყობილი, ინესს კი ვინტაჟური თეთრი ზედა ეცვა, სწორედ აღნიშნული სამოსის გამო გახდა ბრედ პიტის რჩეული კრიტიკის სამიზნე,
„ეს რა აცვია?“, „ეს ზედა საიდან მოიტანა“, – ხუმრობენ კომენტარებში.