ტენესის შტატის ქალაქ ფრანკლინში, ფილმის, „ნადირის გული“ გლობალური პრემიერა გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობილი სახე დაესწრო.
წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის ბრედ პიტი, ჯ. კ. სიმონსი და ჯანა კრამერი. კინოსურათის მთავარი გმირი, 62 წლის ბრედ პიტი საყვარელ ქალთან ერთად მივიდა. მას სამხედრო ორეული ეცვა, ხოლო ინეს დე რამონმა არჩევანი კრემისფერ კაბაზე შეაჩერა.
„პლანეტის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი“, „ეს მამაკაცი შეუდარებელია“,„ყველაფერი უხდება“, – არ წყდება კომენტარები.
პირველი კადრები ბრედ პიტის ახალი ფილმიდან „ნადირის გული“
ფილმი ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობის, ერთგულებისა და მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გზავნილი სწორედ ამ უნიკალურ კავშირსა და იმ ემოციურ ურთიერთობაზეა დაფუძნებული, რომელიც ადამიანსა და მის ოთხფეხა მეგობარს შორის შეიძლება ჩამოყალიბდეს.
„ის წლებთან ერთად ახალგაზრდავდება“ – 62 წლის ბრედ პიტის უახლესი გამოჩენა