LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ვინმემ დაასახელეთ მისი პლასტიკური ქირურგის ვინაობა“, „გენეტიკური სასწაულია“- 62 წლის ბრედ პიტი Mercedes-AMG-ის ახალი გლობალური კამპანიის სახე გახდა და ახალი კადრებით მსოფლიო შოკში ჩააგდო

155
page

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ბრედ პიტი Mercedes-AMG-ის ახალი გლობალური კამპანიის მთავარი სახეა. კამპანია სახელწოდებით TOO HARD TO RESIST ოქტომბერში გაეშვა და ახალი Mercedes-AMG GT 4-Door Coupé-ს ეძღვნება.

ბრედ პიტი ავტომობილის ამბასადორად ჯერ კიდევ 2025 წელს გამოცხადდა, როდესაც Mercedes-AMG-მა ლას-ვეგასში ახალი მოდელის პროტოტიპის მონაწილეობით სპეციალური ღონისძიება და სანახაობრივი ვიდეორგოლი წარადგინა.

ახალი კამპანიის მთავარი იდეა სწორედ ავტომობილის მიმზიდველობასა და მართვის სურვილს უკავშირდება. სარეკლამო ვიდეოში ჰოლივუდური გადაღების მკაცრად გაწერილი სცენარი მოულოდნელად იცვლება და ავტომობილი თავად ხდება მთავარი მოქმედი პერსონაჟი.

ცალკე უნდა აღინიშნოს 62 წლის მსახიობის შთამბეჭდავი კადრები და ფოტოები, სადაც პიტი, როგორც ყოველთვის შესანიშნავად და საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურება.

„ვინმემ დაასახელეთ მისი პლასტიკური ქირურგის ვინაობა“, „დაუჯერებლად იდეალურად გამოიყურება 62 წლის ასაკში“, „ეს მამაკაცი არის გენეტიკური სასწაული“, „ყველაფერი უხდება“, – არ წყდება კომენტარები.

ფოტო/ვიდეო: „ზენია“, „პრადა“, „ერმესი“ – რა ღირს პლანეტის ყველაზე სიმპათიური მამაკაცის სრული „ლუქი“ – 62 წლის ბრედ პიტის უახლესი გამოჩენა

„პლანეტის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი“ – 62 წლის ბრედ პიტი და ინეს დე რამონი ახალი ფილმის პრემიერაზე

„ის წლებთან ერთად ახალგაზრდავდება“ – 62 წლის ბრედ პიტის უახლესი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები