ოპერაციულ სისტემა iOS 9-ს აქვს ერთი თითქოს სასარგებლო, მაგრამ საკმაოდ საშიში ფუნქცია. თუ არ გაქვთ ულიმიტო მობილური ინტერნეტი, შესაძლოა სულ მალე თქვენი ქსელისგან გიგანტური დავალიანების შესახებ ცნობა მოგივიდეთ.
მას Wi-Fi Assist ჰქვია და ის ჩუმი რეჟიმით არის ჩართული. იმ შემთხვევაში თუ სმარტფონი ჩათვლის, რომ Wi-Fi -ს ინტერნეტის სიჩქარე მას არ აკმაყოფილებს, ფუნქცია ავტომატურად გადაგრთავთ 3G-ზე ან 4G -ზე. ეს შეიძლება მოხდეს ყველგან: ოფისში, კაფეში და ყველგან, სადაც Wi-Fi -ს ბევრი მომხმარებელი ჰყავს და ინტერნეტის სიჩქარე დაბალია.
შესაბამისად, სრულიად მოულოდნელად შესაძლებელია გაუთვალისწინებელი ხარჯის წინაშე აღმოჩნდეთ.