LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესის ახალი შესაძლებლობები – 13 ოქტომბერს თბილისში Eventoryx-ის ბიზნეს ღონისძიება გაიმართება!

500
Eventorix

13 ოქტომბერს, Wyndham Grand Tbilisi-ში, Eventoryx-ის ორგანიზებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიება კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი ბიზნესი, პროდუქტი ან მომსახურება პირდაპირ წარუდგინონ ბიზნესის წარმომადგენლებსა და მაღალი რგოლის მენეჯერებს, დაამყარონ ახალი პროფესიული კავშირები და საკუთარი საქმიანობა უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ.

ღონისძიების მთავარი მიზანი ბიზნესებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და კომპანიებისთვის საკუთარი საქმიანობის პრეზენტაციის სივრცის შეთავაზებაა.

Eventoryx-ის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება ბიზნესსექტორის მაღალი რგოლის წარმომადგენლებით იქნება წარმოდგენილი, რაც მონაწილე კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა როგორც ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად, ისე პოტენციურ მომხმარებლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის.

ღონისძიების ფარგლებში კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქტი ან მომსახურება ღონისძიების სტუმრებს გააცნონ, წარმოაჩინონ ბიზნესის უპირატესობები და დაამყარონ ახალი კონტაქტები.

ბიზნესგარემოში პირადი კომუნიკაცია და სწორი კონტაქტების შექმნა სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები კომპანიებისთვის ქმნის სივრცეს, სადაც იდეები, პროდუქტები და ბიზნესშეთავაზებები უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიდის.

13 ოქტომბერს Wyndham Grand Tbilisi ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი კავშირების, შესაძლებლობებისა და თანამშრომლობისთვის გააერთიანებს.

Eventoryx – ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომლებიც საკუთარი ბიზნესის წარმოჩენას, ახალი პარტნიორების გაცნობას და პროფესიული ქსელის გაფართოებას გეგმავენ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები