მეცნიერებმა ქალისა და მამაკაცის ტვინი შეადარეს და დაასახელეს ქალის ტვინის უპირატესობები. კვლევის რეზულტატები გამოქვეყნდა Manchester School Journal-ში და ასევე საიტზე Independent. მეცნიერთა აზრით, ქალის, ანუ E-ტიპის ტვინი, უფრო მეტად მომართულია სოციალური ფუნქციებისთვის და ემოციური რეაგირებისთვის, ხოლო მამაკაცის S-ტიპის ტვინი მიდრეკილია ანალიზისკენ და რაიმე სახის ინფორმაციის სისტემატიზაციისაკენ.
ამ მონაცემებს კი მივყავართ იქამდე, რომ S-ტიპის ადამიანები დაახლოებით 10% -ით მეტ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე E-ტიპის ადამიანები. აღსანიშნავია, რომ S-ტიპის ადამიანებს კარგი მიღწევები აქვთ საბანკო და IT- სფეროში, ხოლო E-ტიპის ადამიანები წარმატებულები არიან სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში. ამ დასკვნამდე მეცნიერები მივიდნენ 16 ათასი ადამიანის მიერ სპეციალური ანკეტების შევსების შემდეგ.