დღეს გარდაცვლილი კომპოზიტორის, რუსუდან ჩხაიძის დაბადების დღეა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი შვილი, მომღერალი ანრი ჯოხაძე წერს და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
„დღეს პირველი დაბადების დღეა უშენოდ… დღეს პირველად არ მინდა ოთახიდან გასვლა, რადგან ვიცი, ვერცერთ ოთახში გიპოვი, რომ ჩაგეხუტო და გითხრა: დე, გილოცავ…
მენატრები უსასრულოდ…“ – წერს ანრი ჯოხაძე.
