სოციალურ ქსელში ამჟამად აქტუალურია ტრენდი – 80-იანი წლების სტილში ფოტოების გადაკეთება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით.
ამ ტრენდის მიხედვით უკვე ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გაგვიზიარა თავისი ფოტო.
მათ შორისაა ანრი ჯოხაძეც.
„მგონი მართლა არასწორ ეპოქაში დავიბადე…
ჩემი გემოვნება თავიდან ბოლომდე 80-იანებშია ჩარჩენილი — მუსიკა, მოდა, ჩაცმის სტილი, დიდი თმა, Rock ’n’ Roll…
და ალბათ, მენტალურადაც ცოტა ძველმოდური ვარ — მიყვარს ის დრო, როცა მუსიკას სული ჰქონდა, სტილს — ხასიათი, ადამიანებს კი ურთიერთობებში მეტი სითბო და რომანტიკა“, წერს ნინი შერმადინი და ფოტოებს გვიზიარებს.
80-იანების ტრენდის ფოტო გაგვიზიარა „ალილოს“ წევრმა, სანდრო კობახიძემაც.
მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ასევე გვიზიარებს ამ ტრენდულ ფოტოს.
დუეტი „ლეონიც“ შეურთდა მხიარულებას. „80-იანები რომ დაბრუნდეს, ჩვენ მზად ვართ“, წერს ცოლ-ქმარი.
ტრენდს აჰყვნენ ასევე ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძეც.

