უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მოითხოვს მიმართულებადაკარგული ე.წ. უკურსო მთვარის პერიოდი, რომელიც მოქმედებას 18:33 საათზე დაიწყებს და მისი გავლენა 21:17 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ადამიანებში ყურადღების კონცენტრაცია განსაკუთრებით სუსტდება, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ამიტომ მძღოლებსა და ქვეითებს ორმაგი ყურადღების გამოჩენა და სიფრთხილე მართებთ.
დღის რეკომენდაციები:
ზოგადად, დღე კარგია საყოფაცხოვრებო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ასევე პრაგმატული აზროვნების გამოსავლენად. პარტნიორულ ურთიერთობებში მოერიდეთ გადაჭარბებული აგრესიის გამოვლენას და კონფლიქტებს. მეგობრულ წრეში ნათქვამი საიდუმლო შესაძლოა არ შეინახონ და მოგვიანებით თქვენს წინააღმდეგაც გამოიყენონ. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის.
კარგია რაიმეს შეგროვება, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. თუმცა დღეს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სასურველი არ არის.
ასევე, არასასურველია ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ქორწინება, ახალი ურთიერთობებისა და კავშირების დამყარება, ასევე ვაჭრობა.
ჯანმრთელობა:
დღეს ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალობა. თუმცა ამ პერიოდში არ არის სასურველი დიდი რაოდენობით საკვების მიღება, რადგან ორგანიზმის გარკვეული ორგანოები თვითწმენდის რეჟიმში იმყოფებიან.
ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები, ხერხემალი და კანის არე. ამ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციების ჩატარება დღეს სასურველი არ არის, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევებისა. მოერიდეთ თვალების გადაღლას, ალკოჰოლური სასმელების მიღებასა და დიდხანს ფეხზე დგომას. თავი უნდა შეიკავოთ მკვეთრი მოძრაობებისა და მძიმე ტვირთის აწევისგან.
ზოდიაქოს ნიშნები:
ეს დღე ყველაზე ხელსაყრელია კუროსა და თევზებისთვის. შედარებით დაძაბულია სასწორისა და მშვილდოსნისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.