LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3189
მიხეილ ცაგარელი

4 და 5 სექტემბერი გეომაგნიტური დღეებია. თუ იგრძნობთ დისკომფორტს, თავის ტკივილს ან უგუნებობას, პირველ რიგში გაიზომეთ წნევა და საჭიროებისამებრ მიიღეთ შესაბამისი მედიკამენტები ორგანიზმის მდგომარეობის დასასტაბილურებლად.

დღეიდან 10 სექტემბრამდე თეთრი მთვარე (ე.წ სელენა) ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს გადის, რაც ხელს შუწყობს მკურნალობას, გამოჯანმრთელებას, წესრიგის დამყარებას, კოლეგებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, ასევე პედაგოგიურ, ჟურნალისტურ, საინჟინრო წარმატებებს, საბანკო-ფინანსურ და საგანმანათლებლო სფეროების განვითარებას, სწავლასა და სხვა სასიკეთო ცვლილებებს.

დღის ზოგადი ტენდენციები:

აიღეთ პასუხისმგებლობა მიღებულ გადაწყვეტილებებზე და იმოქმედეთ კეთილსინდისიერად. სამყარო დღეს შეამოწმებს თქვენს მიზნებსა და სულის სიმტკიცეს. ნუ გამოავლენთ შურსა და შურისძიებას. ხასიათში მოსალოდნელია გაურკვევლობა და ცვალებადობა.

დღეს არ ღირს რემონტის დაწყება, საიდუმლოებების გაცემა, თმის შეჭრა/შეღებვა, ქორწინება, ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები არ ახდება.

ჯანმრთელობა:

სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.მოერიდეთ რძის პროდუქტებს, უჰაერო სივრცეში ყოფნას, თამბაქოს, სიმძიმეების აწევასა და ტვინის გადატვირთვას ჭარბი ინფორმაციით.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და შანსების მოსაზიდად გამოიყენეთ ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი და ლაბრადორი. ფერებიდან ტანსაცმელში ნაცრისფერი, ბეჟი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ცისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე საუკეთესოა ვერძის, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები