LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3159
მიხეილ ცაგარელი

დღეს კვლავ ნარჩუნდება მაღალი გეომაგნიტური აქტივობა. გეომაგნიტურმა ენერგიებმა შესაძლოა გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების გაღიზიანება, თავის ტკივილი, წნევის ცვალებადობა და შინაგანი დისკომფორტი. აუცილებლად გაიზომეთ წნევა და საჭიროებისამებრ მიიღეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

ყურადღება მიაქციეთ ე.წ უკურსო მთვარის პერიოდს: დაიწყება 12:51 საათზე და გასტანს 18:32 საათამდე. ამ მონაკვეთში მკვეთრად ქვეითდება ყურადღება და კონცენტრაცია, იზრდება ტრავმებისა და შეცდომების დაშვების რისკი. მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

დღის ზოგადი ტენდენციები:

მოსალოდნელია ენერგიის ნაკლებობა, მოდუნება, ხოლო საღამოს საათებში მოიმატებს მოტყუებისა და ილუზიების ალბათობა.

დღის განმავლობაში მოიმატებს ჭორების, ინტრიგების, დაცინვის, ტყუილის, ქურდობისა და ნივთების დაკარგვის შანსი. ყურადღებით აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია და ნუ გაანდობთ სხვებს საიდუმლოებებს.

დღე ხელსაყრელია აუქციონების, კონფერენციების, ტელეფონის, ტელევიზორის, კომპიუტერისა და სხვა საკომუნიკაციო ტექნიკის შესაძენად. კარგი დროა კონტაქტებისთვის, რეკლამისთვის, ხელშეკრულებების ხელმოწერისთვის, სწავლისთვის, საბანკო ოპერაციებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის. საღამოს საათები წარმატებულია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, აუქციონებისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის.

დღის რეკომენდაციები:

კვების რაციონიდან ამოიღეთ რძის პროდუქტები (ხელს უწყობს სასუნთქ სისტემაში ლორწოს დაგროვებას). მოერიდეთ უჰაერო სივრცეებს, თამბაქოს, ინფორმაციულ გადატვირთვას, საიდუმლოების გათქმას, რემონტის დაწყებას, მანიკიურს, პედიკიურს, თმის შეჭრას/შეღებვას. არ არის რეკომენდებული ქორწინება, პარტნიორული გარიგებები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა და ახალი საქმის დაწყება. დღევანდელ სიზმრებს ნუ დაიჯერებთ – ისინი არ ახდება.

ჯანმრთელობა:

სუსტდება ფილტვების ზონა, ბრონქები, ხელები, კუჭი და მკერდის არე. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

დადებითი კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი და ზურმუხტი.

ფერებიდან ტანსაცმელში ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და მწვანე ტონები (როგორც კომბინაციაში, ისე ცალ-ცალკე) საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე კარგია ტყუპების, ლომისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები