LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კუპატაძე: „დემეტრე კასრაძე ხომ გახსოვთ? ჰო, აი ის, გიგას სიკვდილს აჟიტირებული რომ ელოდებოდა! – „მოგიკვდეს დედათქო“, ამასაც ვერ ვამბობ, არ მცალია სიკვდილისთვის, შვილის მკვლელებს და მათ ოჯახებს ვჭირდები ჯერ!“

343
ეკა კუპატაძე, გიგა ავალიანი


მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული, დემეტრე კასრაძის მიმოწერის „სქრინს“ ასაჯაროებს, რომელიც მისივე თქმით, კასრაძემ საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს, ალექსანდრე გაბაშვილს მიწერა.

ეკა კუპატაძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.

„დემეტრე კასრაძე ხომ გახსოვთ? ჰო, აი ის, გიგას სიკვდილს აჟიტირებული რომ ელოდებოდა! (ისევ დავდებ მისი მესიჯის სქრინს, რომელიც გაბაშვილს გაუგზავნა.)
ირაკლი სულაბერიძეც ხომ იცით?
დიღმის ჩხუბების კადრები რომ გაავრცელა პროკურატურამ, იქ ჩანს — წითელმაისურიანი მხეცი.
ამოწმებს, მსხვერპლი გაითიშა უკვე თუ კიდევ უნდა გააგრძელონ წიხლებით ძალადობა.
ჰოდა, მაგათი სასამართლო პროცესია დღეს, 13:00 სთ-ზე.
მოწმის სახით ვარ დაბარებული.
ყველა მოძალადემ უნდა მოისმინოს წაყენებული ბრალის მაქსიმალური სასჯელი, რომ მოსახლეობა გაიფილტროს მათგან, ვისთვისაც ეს ნორმაა!
სხვა თუ ვერა, დიდი დიღომი მაინც იხსნა გიგა ავალიანმა.
„მოგიკვდეს დედა“-თქო – ამასაც ვერ ვამბობ.
არ მცალია სიკვდილისთვის, შვილის მკვლელებს და მათ ოჯახებს ვჭირდები ჯერ!“ – წერს ეკა კუპატაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები